ტახტის სამემკვიდრეო საბჭომ ჩარლზ III ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოს მეფედ გამოაცხადა.
პროკლამაციას ხელი მოაწერეს ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა უილიამსმა, დედოფალმა კონსორტმა კამილამ, ლორდთან პალატის ლიდერმა, პრემიერმინისტრმა და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა.
ცერემონიას დაესწრნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები - ჯონ მეიჯორი, გორდონ ბრაუნი, ბორის ჯონსონი, დევიდ კამერონი, ტერეზა მეი. მათ გვერდით იდგა ოპოზიციის ლიდერი, ლეიბორისტული პარტიის თავმდჯომარე კირ სტარმერი.
ტახტის სამემკვიდრეო საბჭოს სხდომა წმ. ჯეიმსის ტაძარში გაიმართა. ცერემონიას სიმბოლური ხასიათი აქვს, რადგან დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ჩარლზ III ავტომატურად მეფე გახდა.
მეფის ოფიციალური გამოცხადება გაიწერა პროკლამაციაში, რომელსაც სხდომის დასრულების შემდეგ წმ.ჯეიმსის სასახლის აივნიდან წაიკითხავენ. დოკუმენტს წაიკითხავენ ლონდონ სიტიში, სამეფო ბირჟაზე, ასევე დღის განმავლობაში - შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში.